იაგო ხვიჩია

ხვიჩია ბავშვთა პორნოგრაფიაზე: სად ინერვიულოს ამ ხალხმა, რა ასაკის მონაწილეა მსახიობი

მაგალითად, შეგიძლია გაარჩიო 18-ის არის თუ 17-ის? სად ინერვიულოს ამ ხალხმა, რა ასაკის მონაწილეა მსახიობი. არასრულწლოვანი ჯერ ერთი რატომ ნიშნავს ბავშვს, როცა ნიშნავს არასრულწლოვანს...

თქვა ამის შესახებ გირჩის ერთ-ერთმა თავმჯდომარემ, იაგო ხვიჩიამ მთავარი არხის ეთერში. ხვიჩიამ დაახლოებით ერთ კვირის წინ Facebook-ზე გააკეთა კომენტარი, რომელშიც გამოეხმაურა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანთა გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიის შეძენა, შენახვა, ფლობა, სარგებლობის მუხლით პირის დაკავებას. მისი თქმით, არ შეიძლება ადამიანის დაკავება პორნოგრაფიული ვიდეოს ყურების გამო.

კომენტარები