როგორი იქნება პანდემიის გავრცელება არჩევნების შემდეგ, ამ კითხვაზე არ შემიძლია, არ აღვნიშნო და არ დავბრუნდე გაზაფხულზე, როდესაც არაერთი მითქმა-მოთქმა იყო, თუ რა მოლოდინი იქნებოდა ქვეყანაში აღდგომის დღესასწაულის შემდეგ და მაშინ, ჩემს განცხადებასაც საკმაოდ დიდი ხმაური მოჰყვა, თუმცა იქ იგულისხმებოდა, როდესაც ადამიანები დაიცავენ დისტანციას და ყველაფერი წარიმართება წესებით დაცვით, რა თქმა უნდა, ჩვენ ვართ დაზღვეულები.
ესაა რეალურად იგივე შემთხვევა, როდესაც ჩვენ შეგნებულად მივდივართ, ვაკეთებთ შეგნებულ არჩევანს და, შესაბამისად, ვითვალისიწნებთ ჩვენი და ქვეყნის უსაფრთხოებას, აქედან გამომდინარე, მე ვთვლი, რომ შანსი იქნება მინიმალური იმის, რომ პანდემიაზე ნეგატიურად იმოქმედოს. დადებითი იქნება მეტად, ვინაიდან ჩვენი მოქალაქეების უმრავლესობა გააკეთებს სწორ არჩვანს.





