ბელარუსი

ბელარუსიდან ელჩი კონსულტაციებისთვის ბრიტანეთმაც გაიწვია

დომინიკ რააბი
Birmingham Live

ბრიტანეთის საგარეო მდივანმა, დომინიკ რააბმა, განაცხადა, რომ 9 ოქტომბერს ბრიტანეთი ბელარუსიდან თავის ელჩს, ჟაკლინ პერკინსს კონსულტაციებისთვის დროებით გაიწვევს. 

"გაერთიანებული სამეფო გმობს ბელარუსის გადაწყვეტილებას პოლონელი და ლიტველი დიპლომატების გაძევების შესახებ. სოლიდარობის ნიშნად, ბელარუსში სიტუაციაზე კონსულტაციებისთვის ჩვენ დროებით გავიწვევთ ჩვენს ელჩს". - წერს რააბი

პოლონეთმა და ლიტვამ სამშაბათს თავიანთი ელჩები გაიწვიეს რეგიონალური დაძაბულობის განსამუხტად, მას შემდეგ, რაც ბელარუსმა მოითხოვა, მათ საელჩოებში თანამშრომლების რიცხვის შემცირება მათი "დესტრუქციული" ქმედებების გამო.

პოლონეთის და ლიტვის სოლიდარობის ნიშნად, ანალოგიურად მოიქცა ევროკავშირის ექვსი ქვეყანა, მათ შორის, გერმანია. 

2 ოქტომბერს ამოქმედდა 40 ბელარუსი მაღალჩინოსნისთვის ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციები. სანქციები შეეხო მათ, ვისაც ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბებასა და საპროტესტო აქციების ძალადობრივ დარბევაში ადანაშაულებენ. სანქციები არ შეეხო ალექსანდრ ლუკაშენკოს. საპასუხოდ ბელარუსმა ევროკავშირის მაღალჩინოსნებს დაუწესა სანქციები.

კომენტარები