არჩევნები 2020

გახარია: მიუხედავად ვაიექსპერტების მოწოდებისა, საარჩევნო პროცესს ვერ და არ გავაჩერებთ

საარჩევნო პროცესს, პოლიტიკურ პროცესს, რა თქმა უნდა, ვერ და არ გავაჩერებთ, მიუხედავად ზოგიერთი ვაიექსპერტის მოწოდებისა, ეს არის ხელშეუხებელი პროცესი. 

ჩვენ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ თავისუფალი დემოკრატიული არჩევნები პირბადით, დისტანციის დაცვით, ეს არის პრიორიტეტი. საქართველომ მთელ მსოფლიოს უნდა ანახოს, რომ ასეთ მდგომარეობაშიც შესაძლებელია ნორმალური ცხოვრების გაგრძელება.

ამბობს საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი გახარია. საქართველოში საპარლამენტი არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდება.

კომენტარები