გერმანია

გერმანიაში რისკის ზონებიდან ჩასულმა პირებმა კორონავირუსის ტესტი უნდა გაიკეთონ

გერმანიამ დააანონსა, რომ 8 აგვისტოდან რისკის ზონებიდან ჩასულმა პირებმა, ქვეყანაში შესვლისთანავე ახალი კორონავირუსის ტესტი უნდა გაიკეთონ.    

შაბათიდან, ყველამ, ვინც გერმანიაში ჩავა რისკის ზონებიდან, კორონავირუსზე უნდა გაიაროს ტესტირება, იმ შემთხვევაში, თუ მათ არ შეუძლიათ წარმოადგინონ უარყოფითი ტესტის სერტიფიკატი, არაუმეტეს ორი დღისა.

ახალი რეგულაცია ვრცელდება ყველა ეროვნების მოქალაქეზე, რომლებიც გერმანიაში ე.წ. რისკზონებიდან ჩავა.

გერმანული მედია DW წერს, რომ ტესტის ჩატარება გერმანიის ყველა მთავარ აეროპორტში შესაძლებელი იქნება. ისინი, ვინც სახმელეთო გზით ჩავლენ გერმანიაში და მათი ჩასვლის ადგილზე კორონავირუსზე ტესტი არ ჩატარდება, უნდა წავიდნენ ცენტრში, სადაც ამ ტესტს გაუკეთებენ. 

გერმანული მედია წერს, რომ ივლისის დასაწყისიდან გერმანიაში ტესტის გაკეთებისკენ ყველა ჩამსვლელს მოუწოდებენ. 

შპანი იმედოვნებს, რომ არა მხოლოდ რისკზონიდან, არამედ ყველა ადგილიდან ჩამოსულ ადამიანებს, უფასოდ შეეძლებათ ტესტის ჩატარება. ამჟამად იმ ადგილებიდან, რომლებიც რისკზონებად არ ითვლებიან, ჩასულ მგზავრებს ტესტის გაკეთება ან კარანტინი არ ევალებათ იმ შემთხვევაში, თუ მათ ვირუსის სიმპტომები არ აქვთ.

შპანმა თქვა, რომ რისკზონებიდან ჩასულები კარანტინში იქნებიან იმ შემთხვევაშიც, თუ მათ ტესტი გაუკეთეს, მანამ, სანამ ტესტზე უარყოფითი პასუხი არ ექნებათ.

გერმანიის აეროპორტებში ჩატარებული ტესტირებებიდან 2%-ს დაუდასტურდა ახალი ვირუსი, ხოლო ზოგადად გერმანიაში ჩატარებული ტესტირებებიდან - 0.8%-ს.

გერმანიაში, ამჟამად, დღეში 1 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა დასტურდება. 

"პანდემია არ არის დასრულებული. ფხიზლად უნდა ვიყოთ". – დასძინა მან. 

გერმანიის მიერ რისკზონებად მიჩნეული ქვეყნების სია შეგიძლიათ იხილოთ აქ.

გერმანიაში ახალი კორონავირუსი 214 494 ადამიანს დაუდასტურდა, 9 248 გარდაიცვალა. 196 000 ადამიანზე მეტი უკვე გამოჯანმრთელდა.

კომენტარები