ჰონგ-კონგი

ჩინეთი ჰონგ-კონგის ექსტრადიციის შეთანხმებას წყვეტს ბრიტანეთთან, კანადასთან, ავსტრალიასთან

ჰონგ-კონგი
AFP

მას შემდეგ, რაც ჰონგ-კონგში ეროვნული უშიშროების კანონის ამოქმედების შემდეგ ავსტრალიამ, კანადამ, დიდმა ბრიტანეთმა ჰონგ-კონგთან ექსტრადიციის შეთანხმება გაწყვიტა, ჩინეთმა 28 ივლისს აღნიშნულ სამ ქვეყანასთან ჰონგ-კონგის ექსტრადიციის შეთანხმებების შეჩერება დააანონსა.

ამავე დღეს ცნობილი გახდა, რომ ჰონგ-კონთან ექსტრადიციის შეთანხმება ახალმა ზელანდიამაც შეაჩერა. სავარაუდოდ, ჰონგ-კონგთან ექსტრადიციის შეთანხმებას აშშ-ც გაწყვეტს.

"კანადის, ავსტრალიის, გაერთიანებული სამეფოს არასწორი ქმედებები ჰონგ-კონგთან იურიდიული თანამშრომლობის პოლიტიზებას ახდენს და ამან სერიოზულად დააზიანა იურიდიული თანამშრომლობის ბაზა... ჩინეთმა გადაწყვიტა ჰონგ-კონგსა და კანადას, ავსტრალიასა და გაერთიანებულ სამეფოს შორის ექსტრადიციის და სისხლის სამართლის თანამშრომლობის შეთანხმებები შეაჩეროს". – თქვა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ვანგ ვენპინმა

მისივე თქმით, ამ ქვეყნებმა ახალი უშიშროების კანონი გამოიყენებს მიზეზად, რათა ჰონგ-კონგთან ექსტრადიციის შეთანხმებები გაეწყვიტათ.

ახალი უშიშროების კანონი ჰონგ-კონგში 30 ივნისს მიიღეს. ჩინეთის მთავრობას ჰონგ-კონგის დამოუკიდებელი საკანონმდებლო სისტემის გადაწერა შეუძლია. ჩინეთის მთავრობამ ქალაქში შექმნა ეროვნული უშიშროების ოფისებიც, რაც ჰონგ-კონგის ავტონომიას შეამცირებს. კანონი საშუალებას აძლევს ჩინეთის უშიშროების ორგანოებმა საკუთარი იურისდიქცია გაავრცელონ მათ მიერ შერჩეულ უშიშროების საკითხებთან დაკავშირებულ საქმეებზე. ეროვნული უშიშროების საქმეებად მიიჩნევა სეცესია, ხელისუფლების დამხობა, ტერორისტული აქტები და უცხო ქვეყნებთან თანამშრომლობა, რომელიც ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს საფრთხეს უქმნის.

ვრცლად, ახალი უშიშროების კანონზე შეგიძლიათ წაიკითხოთ სტატიაში - "ერთი ქვეყანა, ერთი სისტემა - ჰონგ-კონგის ავტონომიის დასასრულის დასაწყისი".

კომენტარები