კორონავირუსი საქართველოში

ეზუგბაია რემდესივირზე: არ გვაქვს და როგორ გამოვიყენოთ?

მარიამ ნიკურაძე/OC Media

"ქვეყანაში არ გვაქვს და როგორ უნდა გამოვიყენოთ? " - ასე უპასუხა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ, ჟურნალისტის დასმულ კითხვას საქართველოში მედიკამენტ რემდესივირის გამოყენებასთან დაკავშირებით.

გუშინ, 29 აპრილს, ენტონი ფაუჩიმ, აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა და ჯანდაცვის საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველმა თქვა, რომ რემდესივირის ცდამ დამაიმედებელი შედეგები აჩვენა. მისი თქმით, მათ, ვისაც რემდესივირით მკურნალობდნენ, გამოჯანმრთელებისთვის საშუალოდ 11 დღე დასჭირდათ, პლაცებო ჯგუფების შემთხვევაში კი - 15. ეს ნიშნავს, რომ "მედიკამენტს ვირუსის დაბლოკვა შეუძლია". 

ერთ-ერთი მედიკამენტი, რომელიც, არაერთი მეცნიერის აზრით, შედარებით საიმედოა, რემდესივირია. არსებობს მოლოდინი, რომ FDA კორონავირუსის სამკურნალოდ მის გამოყენებას მალე დაუშვებს.

რემდესივირი ამერიკულმა ფარმაცევტულმა კომპანია გილეადმა 2015 წელს ებოლას ვირუსის სამკურნალოდ აწარმოა. ებოლას ეპიდემიას, რომელიც აფრიკის კონტინენტზე, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში აფეთქდა, სიკვდილობის საშუალო მაჩვენებელი 50% ჰქონდა. 

16 მარტს ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ თქვა, რომ საქართველოს აქვს შანსი, მიიღოს მედიკამენტი რემდესივირი, ვინაიდან მას ამერიკული ფარმაცევტული კომპანია “გილეადი” აწარმოებს. საქართველოს C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში უკვე აქვს ამ კოპანიასთან წარმატებული თანამშრომლობის გამოცდილება. 

მედიკამენტ რემდესივირის შესახებ ვრცლად წაიკითხეთ აქ.

კომენტარები