დაპირისპირება მონასტერში

კობახიძე: ღორებივით დათვრნენ მღვდლები, მონასტერში იჩხუბეს, ერთმა მეორეს მანქანა ჩაცხრილა

ბასილ კობახიძე

თეოლოგ ბასილ კობახიძის ინფორმაციით, მაშინ როდესაც ყინწვისის მონასტრის წინამძღვარმა მამა დავით აქიაშვილმა მამა საბა ჟღენტის მანქანას ცეცხლსასროლი იარაღიდან 7 ტყვია ესროლა, მანქანაში სხვა სასულიერო პირებიც ისხდნენ. 

"აღდგომაზე ღორებივით დათვრნენ ეს მღვდლები და ჯერ მონასტერში იჩხუბეს, რასაც მიტროპოლიტი იობ აქიაშვილიც ესწრებოდა, მერე კომენდანტის საათის დარღვევით, მანქანებით გაეკიდნენ ერთმანეთს და ერთმა მღვდელმა მეორეს მანქანა ავტომატიდან ჩაცხრილა", - წერს კობახიძე.

ბასილ კობახიძე ასევე აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ მომხდარს შეესწრნენ, მღვდლები ამ ფაქტს მალავდნენ და იტყუებოდნენ, მათ შორის მიტროპოლიტი იობიც.

"დანაშაულის დაფარვაზე არ უნდა მიეცეს პასუხისგებაში? რატომ არ დაადო საეკლესიო სასჯელი თავის შვილობილ მამა დავით აქიაშვილს? მთავრობა მალე გამოუშვებს ბანდიტ მამა დავითს, რადგან თვლის რომ მრევლი ქვეყნის მოსახლეობის უმეტესობაა. მრევლის ნებისმიერ წევრს რომ დავუსვათ კითხვა, არის სასჯელის ღირსი მამა დავითი? პასუხად მივიღებთ, რომ არა, რადგან მამაოს განკითხვა ცოდვაა, ჩვენ საკუთარ ცოდვებს უნდა მივხედოთ, უფალი მეფობს, ჩემი მამაო ასეთი არაა, ეკლესიას ებრძვით, ან უბრალოდ ხმამაღლა შემოსძახებს მამაო ჩვენოს", - წერს ბასილ კობახიძე.

ყინწვისი მონასტრის წინამძღვარი განძრახ მკვლელობის მცდელობისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისთვის, დღეს, 28 აპრილს დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, მან მამა საბას მანქანას რამდენიმე ტყვია ესროლა და ადგილიდან მიიმალა. გავრცელებული ინფორმაციით, მღვდელი დაიჭრა. 

აღსანიშნავია, რომ მედიასთან საუბრისას სასულიერო პირები ყინწვისში მომხდარ დაპირისპირებას უარყოფდნენ. მათ შორის დაზარალებული არქიმანდრიტი საბა ჟღენტი ამბობდა, რომ მის დაჭრასთან დაკავშირებით ცრუ ინფორმაცია გავრცელდა, რითაც ის "გულნატკენი და ნაწყენია".

 

კომენტარები