უნგრეთში ბრიტანეთის ელჩის მოადგილე სტივენ დიკი კორონავირუსით დაიღუპა

სტივენ დიკი
BBC

შოტლანდიელი დიპლომატი, უნგრეთში ბრიტანეთის ელჩის მოადგილე სტივენ დიკი უნგრეთში კორონავირუსით დაიღუპა.

25 მარტს ბრიტანეთის საგარეო ოფისმა დაადასტურა, რომ დიკი 24 მარტს გარდაიცვალა.

სტივენ დიკი 37 წლის იყო და უცნობია, ჰქონდა თუ არა მას სხვა დაავადება.

მის გარდაცვალებას ბრიტანეთის საგარეო მდივანი, დომინიკ რააბი გამოეხმაურა - "ის მოენატრება ყველას, ვინც მას იცნობდა და მასთან ერთად მუშაობდა".

სტივენ დიკი ბუდაპეშტში ბრიტანეთის საელჩოში ელჩის მოადგილის თანამდებობას 2019 წლის დეკემბრიდან იკავებდა.

ამჟამად უნგრეთში ახალი კორონავირუსით დაინფიცირების 261 შემთხვევა გამოვლინდა, დაღუპულია 10 პირი, გამოჯანმრთელებულია 28.

მსოფლიოში კორონავირუსი 472 529 ადამიანს დაუდასტურდა. გარდაიცვალა 21 305, გამოჯანმრთელებულია 114 740.

კომენტარები