დეკანოზ მამალაძის საქმე

თალაკვაძე მამალაძეზე: ქალბატონმა პრეზიდენტმა გააკეთა სწორი აქცენტები

ქალბატონმა პრეზიდენტმა გააკეთა სწორი და სახელმწიფოებრივი აქცენტები. ეს გადაწყვეტილება ნამდვილად არის პრეზიდენტის დამოუკიდებელი გადაწყვეტილება. კონსტიტუციით და კანონმდებლობით პრეზიდენტს აქვს დისკრეცია, თავად მიიღოს შეწყალებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება.

ბევრი საქმე იყო განხილული როგორც სჩანს. მე არ ვიცნობ პერსონალურად იმ ადამიანების საქმეებს, ვინც მიმართეს შეწყალებისთვის პრეზიდენტს, თუმცა მინდა გითხრათ, რომ პრეზიდენტის აქცენტები შეწყალების პრინციპებთან დაკავშირებით იყო სწორი და სახელმწიფოებრივი.

ამბობს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე. ცნობისთვის, პრეზიდენტმა სინოდის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და დეკანოზი გიორგი მამალაძე არ შეიწყალა.

კომენტარები