ბოკო ჰარამი

ბოკო ჰარამის თავდასხმას დაკრძალვაზე ნიგერიაში 65 ადამიანი ემსხვერპლა

CNN

ბოკო ჰარამის თავდასხმის შედეგად ბორნოს შტატის ადმინისტრაციულ ცენტრში, მაიდუგურში, ჩრდილო-აღმოსავლეთ ნიგერიაში სულ მცირე, 65 ადამიანი გარდაიცვალა.

თავდასხმა შაბათს, 27 ივლისს დარკძალვის დროს მოხდა.

21 ადამიანი დაკრძალვის ცერემონიალზევე მოკლეს, 44 ადამიანი კი გარშემომდებარე სოფლებიდან იყო.

თავდასხმის შედეგად სულ მცირე, 10 ადამიანი დაშავდა, 8 მათგანი მძიმედ იყო დაჭრილი და საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ტერორისტული დაჯგუფების თქმით, მათი მიზანია შარიათის კანონები ამ ტერიტორიებზე კიდევ უფრო გამკაცრდეს.

დაჯგუფებას დაბომბილი აქვს ეკლესიები და მეჩეთები, ისინი ბავშვებსა და ქალებს იტაცებდნენ. პოლიტიკური მოტივით პოლიტიკოსიები და რელიგიური ლიდერები ჰყავთ მოკლული.

კომენტარები