ეს ხალხი, მგონი, საკუთარი დედის გინებაზე არ აღშფოთდებოდა ისე, როგორც აღშფოთდა პუტინის გინებაზე.
tbl.ge/3u4j
დაკოპირდა

ამბობს ევროპული საქართველოს წევრი აკაკი ბობოხიძე ტვ პირველის ეთერში. საუბარია იმაზე, რომ გუშინდელ პოსტსკრიპტუმში წამყავნმა გიორგი გაბუნიამ რუსეთის პრეზიდენტს რუსულად აგინა. მისი გამონათქვამები დაგმეს პრეზიდენტმა, პრემიერმა, პარლამენტის თავმჯდომარემმ და ქართული ოცნების დეუტატებმა. საგარეო უწყებამ გაბუნიას გინება პროვოკაციად შეაფასა, რომელიც "რუსეთთან ურთიერთობის კიდევ უფრო დაძაბვას" ემსახურება. სამინისტრომ საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა, რუსთავი 2-ის და გიორგი გაბუნიას "ქმედებებს შეფასება მისცენ", თბილისის მერმა კი თქვა, რომ მმართველი გუნდი "ამ პროვოკაციას მკაცრი რეაგირების გარეშე არ დატოვებს". ასევე გუშინ ღამე, რუსთავი 2-ის შენობასთან ხალხი შეიკრიბა გაბუნიას არხიდან წასვლის მოთხოვნით.
ამავე თემაზე
- რუსთავი 2-ის დირექტორად ნინო შუბლაძე დაინიშნა
- R2-ის ჯგუფისთვის ხელის შეშლის ბრალდებით კურდღელაურში 1 პირი დააკავეს
- რეჟიმმა რუსთავი 2 საბოლოოდ TV იმედი-სა და POS TV-ს კლუბში გააფორმა – საქართველოსთვის
- სანამ ბუჩუკური ბოდიშს არ მოიხდის, გახარიას პარტიის აქტივობებს არ გავაშუქებთ – რუსთავი 2
- შუბლაძე: მედიის წარმომადგენლების მოთხოვნები ემსგავსება სარედაქციო პოლიტიკაზე ზეწოლას




