დაპირისპირება ვენესუელაში

ბახტაძე: ჩვენ ვენესუელელი ხალხის გვერდით ვდგავართ

მთავრობის ადმინისტრაცია

"ჩვენ ვენესუელელი ხალხის გვერდით ვდგავართ, რომელიც გაბედულად იცავს დემოკრატიას და თავისუფლებას," - პრემიერი მამუკა ბახტაძე ვენესუაელაში მომხდარ მოვლენებს ტვიტერზე ეხმაურება. 

გუშინ ვენესუელაში ხუან გუაიდოს მხარდამჭერ აქციაზე მძიმე სამხედრო ტექნიკა შეიჭრა. 

ვენესიუელის ეროვნული ტელევიზიის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, თუ როგორ გადაუარა გვარდიის ჯავშანტექიკამ მომიტინგეებს. დამონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზიც გამოიყენეს. აქციის მონაწილეები სამხედრო ტექნიკას სხვადასხვა ნივთს ესროდნენ. 

სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა რაც ხუან გუაიდომ გამოაცხადა, რომ ვენესუელაში ნიკოლას მადუროს დასამხობად "ფინალური ფაზა" დაიწყო და სამხედრო ძალებს მოუწოდა მხარი დაუჭირონ მას უზურპატორის წინააღმდეგ.

გუაიდომ ტვიტერზე ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც სამხედრო ფორმაში ჩაცმულ პირებთან და ოპოზიციონერ პოლიტიკოს ლეოპოლდო ლოპეზთან, რომელიც შინა პატიმრობაში იმყოფება, კარაკასის ლა კარლოტას საავიაციო ბაზაზე საუბრობს:

"ეს მომენტი არის ახლა. ჩვენ ვენესუელისათვის თავისუფლებას და დემოკრატიას მოვიპოვებთ...ეროვნულმა შეიარაღებულმა ძალებმა სწორი გადაწყვეტილება მიიღეს და ისინი ვენესუელელი ხალხის მხარდაჭერას ელიან, კონსტიტუციის მხარდაჭერას, გარანტიას, რომ ისტორიის სწორ მხარეს დგანან." ამბობს გუაიდო.

მასშტაბური საპროტესტო აქცია დღეს, პირველ მაისს იგეგმება. გუაიდოს თქმით, ეს იქნება ყველაზე დიდი მარში ვენესუელის ისტორიაში.

"ვენესუელელებო, საჭიროა, რომ ჩვენ ყველა გავიდეთ ქუჩებში და მხარი დავუჭიროთ დემოკრატიას და თავისუფლების დაბრუნებას. ორგანიზებულად და ერთიანად უნდა ვიმოძრაოთ მთავარი სამხედრო ინსტალაციებისაკენ. კარაკასელებო, ყველანი ლა კარლოტასკენ." თქვა გუაიდომ.

 

კომენტარები