9 აპრილი

თბილისის ქუჩებს 9 აპრილს დაღუპული ექვსი ქალის სახელი მიენიჭება

თბილისის ექვს ქუჩას 9 აპრილს დაღუპული ექვსი ქალის სახელი მიენიჭება. აღნიშნულ საკითხს დედაქალაქის საკრებულო დღეს, 9 აპრილს განიხილავს. როგორც თბილისის საკრებულოში აცხადებენ, განხილვას დაღუპულთა ოჯახის წევრები, საკრებულოს დეპუტატები, 9 აპრილის საზოგადოების წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები დაესწრებიან.

ქალების სახელი მიენიჭება ქუჩებს: 

  • ჩუღურეთის რაიონში, ალექსანდრე ყანჩელის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩას დაღუპული მზია ჯინჭარაძის სახელი მიენიჭება;
  • ჩუღურეთის რაიონში, რეხის I ქუჩის მონაკვეთს თამუნა დოლიძის სახელი მიენიჭება;
  • ჩუღურეთის რაიონში, რეხის I ქუჩის მონაკვეთს დაღუპული თინა ენუქიძის სახელი მიენიჭება;
  • ჩუღურეთის რაიონში, რეხის II ქუჩას დაღუპული მანანა ლოლაძის სახელი მიენიჭება, ასევე, რეხის III ქუჩის მონაკვეთს მანანა ლოლაძის I ჩიხის სახელი მიენიჭება;
  • ჩუღურეთის რაიონში, რეხის შესახვსა და მასთან მდებარე უსახელო ქუჩას დაღუპული ელისო ჭიპაშვილის სახელი მიენიჭება;
  • ჩუღურეთის რაიონში, მახათას აღმართთან მდებარე უსახელო ქუჩას დაღუპული თამარ მამულაშვილის სახელი მიენიჭება.

კომენტარები