[ოპოზიციას] მე მგონი, ირონიაც არ არის საჭირო და არც გაბრაზებული, რაღაცნაირი დამოკიდებულება, თუმცა მოდი, გავამარტივოთ. ადამიანმა, რომელიც წარსდგა პარლამენტის წინაშე [კობა გვენეტაძე], თქვა ორი რამ, თუ სწორად გავიგე:
პირველი ის, რომ რეგულაციებთან დაკავშირებით, მინიმუმ, ერთი კვარტალი მაინც უნდა იყოს გასული, რომ შესაბამისი დასკვნები გავაკეთოთ და ამაზე მსჯელობა იყოს რეალური და არამხოლოდ მსჯელობა მსჯელობისთვის. ეს მარტივია.
და მეორე. იმ საქმესთან დაკავშირებით, რასთან დაკავშირებითაც ჩვენმა კოლეგებმა მოიწვიეს ბატონი კობა პარლამენტში, არ არსებობს პრაქტიკა მსოფლიოში, როდესაც რეგულატორი და შესაბამისი ფინანსური ინსტიტუტი ან კერძო პირები ან მისი წარმომადგენლები და ა.შ. ერთად, ღია ფორმატში განიხილავენ მსგავს საქმეებს. მათ შორის, საკომიტეტო მოსმენის დროს. თუ არსებობს ასეთი, თუ შეიძლება, დაგვისახელონ, მაგრამ როგორც მე ვიცი და ამიტომ გავიზიარებ ამ არგუმენტს, არ არსებობს იმიტომ, რომ ეს დამანგრეველია ფინანსური სექტორისათვის. იმიტომ, რომ ეს დამაზიანებელია ეროვნული ბანკისათვის, კონფიდენციალობის პრინციპში არ ჯდება