აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობა

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერმინისტრად ვალერი ბგანბა დაინიშნა

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერმინისტრად ვალერი ბგანბა დაინიშნა. 

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის რაულ ხაჯიმბას თქმით, მან ბგანბას დანიშვნის ბრძანებას ხელი უკვე მოაწერა და ე.წ მინისტრთა კაბინეტს წარუდგინა. 

მანამდე ვალერი ბგანბა ე.წ. პარლამენტის სპიკერი იყო. მან გენადი გაგულია შეცვალა, რომელიც 8 სექტემბერს, ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა.  

კომენტარები