აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობა

სირიიდან დაბრუნებული აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერი ავტოავარიის შედეგად გარდაიცვალა

interfax

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერმინისტრი გენადი გაგულია ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა. 

რუსული მედიის ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც სირიიდან დაბრუნებული გაგულია სოჭის აეროპორტიდან სოხუმისკენ ავტომანქანით მიდიოდა.

sputnik-ის ცნობით, დელეგაციის მანქანას საპირისპირო მიმართულებით მოძრავი ავტომობილი შეეჯახა, რომელსაც ადგილობრივი პირი მართავდა. მათივე ინფორმაციით, ის ნარკოტიკული საშუალებების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. 

გენადი გაგულია აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრემიერმინისტრად 2018 წლის აპრილში დაინიშნა.

კომენტარები