ხელოვნება და მეცნიერება

მუნკის "კივილზე" გამოსახული ცა იშვიათი მეტეოროლოგიური მოვლენითაა შთაგონებული

სადაფისფერი ღრუბლები

ედვარდ მუნკის ცნობილ ნახატში გამოსახული ცა დიდი ხანია, რაც მეტეოროლოგების ინტერესის საგანს წარმოადგენს. არსებობდა ვარაუდი, რომ  "კივილი"-ს ცეცხლოვანი ცა 1883 წელს ვულკან კრაკატაუს ამოფრქვევით უნდა ყოფილიყო შთაგონებული.

ახალი კვლევა, რომელიც ჟურნალ "Bulletin of the American Meteorological Society",-ში გამოქვეყნდა ამტკიცებს, რომ მხატვარზე უჩვეულო  მეტეოროლოგიურმა მოვლენამ, სადაფისფერმა ღრუბლებმა, იგივე პოლარულმა სტრატოსფერულმა ღრუბლებმა მოახდინა შთაბეჭდილება. თუ ეს თეორია მართალია, "კივილი" ამ ბუნებრივი მოვლენის ერთ-ერთ პირველ გამოსახულებას წარმოადგენს. 

სადაფისფერი ღრუბლები იშვიათია, რადგან მხოლოდ მაღალი განადებიდან ჩანს და ზღვის დონიდან 2000 მეტრის სიმაღლეზე ყალიბდება. იგი გადაციებული წყლისგან, ყინულის კრისტალებისგან და აზოტის მჟავისგან შედგება. თუმცა, ნორვეგიაში ის საკმაოდ ხშირი მოვლენაა.

"ჩვენ დავადგინეთ, რომ მუნკის ნახატში გამოსახული ცის ფერები უკეთ შეესაბამება მზის ჩასვლის ფერებს, თუ მასში წარმოდგენილია სადაფისფერი ღრუბლები. მათი მოულოდნელი გამოჩენა მზის ჩასვლის შემდეგ საკმაოდ დრამატულ ეფექტს ქმნის." - ამბობს კვლევის ერთ-ერთი ავტორი, რუტგერის უნივერსიტეტის მკვლევარი ალან რობოკი. 

ამონარიდი მუნკის 1890-1892 წლებში დაწერილი დღიურიდან:  
"მოულოდნელად ცა სისხლისფერი გახდაშევჩერდი, ღობეზე გადავიხარე, სიკვდილამდე დაღლილმა ვუდარაჯე მოშავო-მოცისფრო ყურის და ქალაქის ზემოთ მახვილივით და სისხლივით გამოკიდებულ აალებულ ღრუბლებს,- ჩემმა მეგობრემა გზა განაგრძეს, მე შიშისგან აკანკალებული მივეჭედე ადგილს და ვიგრძენი ბუნების ეს დიადი, გამჭოლი, უსასრულო კივილი. "

კომენტარები