საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფილარმონიასთან მიმდინარე "ქართული მარშის" აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებულია 4 პირი, 7 კი გამოკითხვაზეა გადაყვანილი
დაკავებულებს შსს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და173-ე მუხლებს ედავება, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციის, "ნუ მომკლავ" პარალელურად, "ქართული მარში" ფილარმონიასთან შეიკრიბა. მათი განცხადებით, სოლიდარობას უცხადებენ ზაზა სარალიძეს, თუმცა აქციაში "ნაციონალური მოძრაობის" მონაწილეობას აპროტესტებენ.





