დღის ფოტო

სომხეთში საპროტესტო აქციას 200-მდე ჯარისკაცი შეუერთდა

RFE/RL

სომხეთის დედაქალაქ ერევანში საპროტესტო აქციას 200-მდე ჯარისკაცი შეურთდა. ინფორმაციას ამის შესახებ რადიო თავისუფლების ადგილობრივი ბიურო ავრცელებს.

სომხეთში საპროტესტო გამოსვლები 13 აპრილს დაიწყო. აქციის მონაწილეები სომხეთის ყოფილი პრეზიდენტის, სერჟ სარგსიანის პრემიერმინისტრად დანიშვნას აპროტესტებენ - პარლამენტმა ამ პოსტზე სარგსიანი ერთადერთ კანდიდატად დაასახელა. სომეხი ხალხი ფიქრობს, რომ თუ სარგსიანი პრემიერმინისტრის თანამდებობაზე დარჩება, ძალაუფლეას სამუდამოდ შეინარჩუნებს, ვინაიდან 2015 წელს ჩატარებული რეფერენდუმის შედეგების თანახმად, პრეზიდენტის უფლებამოსილება შეიკვეც, პრემიერმინისტრისა კი - გაიზარდა. 

გუშინ აქციაზე ოპოზიციური მოძრაობის ლიდერი ნიკოლ ფაშინიანი დააკავეს. ჯამში აქციებზე 200-მდე აქტივისტია დაკავებული. 

კომენტარები