ინდოეთში, ქალაქ დელიში 8 თვის ბავშვი 28 წლის ბიძაშვილმა გააუპატიურა. პოლიციის თქმით, ბრალდებული უკვე დააკავეს. ბავშვის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.
BBC-ის ცნობით, ძალადობის მსხვერპლ გოგოს, რომელსაც მძიმე დაზიანებები აღენიშნება, ოპერაცია 3 საათის განმავლობაში უტარდებოდა.
ადგილობრივი მოსახლეობა ინდოეთის პრემიერმინისტრისგან კანონის გამკაცრებასა და ქალების დაცვას მოითხოვს.
ინდოეთში სექსუალური ძალადობა განსაკუთრებით 2012 წლიდან გაიზარდა. უკანასკნელი მონაცემების მიხედვით, 2016 წელს ბავშვთა გაუპატიურების რეგისტრირებული 19 765 შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო 2015 წელს - 10 854.





