ისრაელი

მაკრონი: ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის ცნობა მშვიდობას საფრთხეს უქმნის

Al Jazeera

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი ამბობს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად ცნობა მშვიდობას საფრთხეს უქმნის.

მაკრონმა ისრაელის პრემიერმინისტრთან, ბენიანიმ ნეთანიაჰუსთან შეხვედრაზე თქვა, რომ საფრანგეთი ამ ნაბიჯის წინააღმდეგი იყო. მან ნეთანიაჰუს მოუწოდა, გადადგას ნაბიჯები პალესტინელების მიმართ, რათა რეგიონში მშვიდობის შანსი იყოს.

"მე ავუხსენი პრემიერმინისტრ ნეთანიაჰუს ჩემი მიუღებლობა ბოლოდროინდელი დეკლარაციების მიმართ, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტმა მიიღო. საფრანგეთი ამას საერთაშორისო სამართლის დარღვევად და მშვიდობისთვის საფრთხის შემცველად მიიჩნევს".

თუმცა, ნეთანიაჰუ უდრეკი იყო:

"ძალიან სასიამოვნოა შენი კიდევ ერთხელ ნახვა პარიზში. პარიზი საფრანგეთის დედაქალაქია, იერუსალიმი - 3 000 წელია ისრაელის და 70 წელია, ებრაული სახელმწიფოს დედაქალაქია. ჩვენ პატივს ვცემთ თქვენს ისტორიას და არჩევანს და ვიცი, რომ როგორც მეგობრები, თქვენ პატივს სცემთ ჩვენსას", - თქვა ისრაელის პრემიერმინისტრმა.

პარალელურად კი პარიზის ქუჩებში საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა - პრო პალესტინური აქტივისტები საფრანგეთის დედაქალაქში ნეთანიაჰუს ვიზიტს აპროტესტებდნენ.

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად ოფიციალურად 6 დეკემბერს აღიარა, რასაც ისრაელში აშშ-ის საელჩოს თელ-ავივიდან იერუსალიმში გადატანა მოჰყვება. მას შემდეგ, რაც ტრამპმა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად ოფიციალურად ცნო, ღაზას სექტორში პალესტინელებმა საპროტესტო აქციები მოაწყვეს და ტრამპის სურათები დაწვეს.

კომენტარები