მეუფე იაკობი: ამერიკას ჩვენთვის არ უღალატია, რუსეთი რამდენი წელია გვეომება

ძალიან ბევრი საინტერესო ადამიანი გავიცანით, ძალიან ბევრ რამეს სხვა თვალით შევხედეთ. თან ყველაზე დიდი მნიშვნელობა ამ ვიზიტს იმიტომ ჰქონდა, რომ ნახოს ამერიკამ, ჩვენმა სტრატეგიულმა და ჯერჯერობით ის ქვეყანაა (ღმერთმა სხვებიც ამრავლოს), რომელსაც ჩვენთვის არ უღალატია იმ გზაზე, რომლისთვისაც ჩვენ ჩვენი თავისუფლების გამო, თავისუფლებისკენ მისწრაფების გამო რამდენი წელია რუსეთი ღიად გვეომება. ამიტომ, ამერიკის მხარდაჭერა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ნახეს, რომ ეკლესიაც ისე ვართ, რომ არ ვაპირებთ ჩვენს მოწინააღმდეგეებთან რაღაც დათმობებზე წასვლას. თავისუფლების გაყიდვა არაფრად არ გვიღირს.

პატრიარქის ქორეპისკოპოსი მეუფე იაკობი აშშ-ში ვიზიტის დროს რუსთავი 2-თან საუბრობს. მან 27 ნოემბერს ასევე განაცხადა, რომ "ერთადერთი შემაკავებელი ფაქტორი იმისა, რომ ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია არ მოხდეს, არის შეერთებული შტატები". განვითარების და დემოკრატიის ცენტრის (CDD-ის) ინიციატივითა და ორგანიზებით, მაღალი იერარქიის სასულიერო პირების ვიზიტი ვაშინგტონში 24 ნოემბერს დაიწყო და 29 ნოემბრის ჩათვლით გრძელდება.

კომენტარები