28.5%-ით გაიზარდა წელს ექსპორტი. ტურისტების ზრდის რეკორდული მაჩვენებელი გვაქვს უკვე - 6.5 მილიონამდე ტურისტი შემოვიდა. გაზრდილია ასევე ფულადი გზავნილების მოცულობა და ეს არის რა თქმა უნდა ყველა ის ფაქტორი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკური ზრდისთვის, რომელიც უკვე დღევანდელი მონაცემებით შეადგენს 4.7%-ს. არის მართლა ძალიან ჯანსაღი ტენდენცია, რომელიც აუცილებლად აისახება ახალ ინვესტიციებში, ახალ სამუშაო ადგილებში. მესმის, რომ ჩვენი მოსახლეობის ეკონომიკურ მდგომარეობაში ეს ერთბაშად არ აისახება რა თქმა უნდა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეებისთვის იცოდნენ, რომ ტენდენცია, რომელიც ქვეყანაში არის, არის ძალიან ჯანსაღი
tbl.ge/2lp2
დაკოპირდა

მთავრობის სხდომაზე ამბობს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი.
ამავე თემაზე
- დაზუსტებული მონაცემებით, 2024 წელს ეკონომიკა 9.7%-ით გაიზარდა – საქსტატი
- საქსტატი: წინასწარი მონაცემებით, 2024 წელს საქართველოს ეკონომიკა 9.4%-ით გაიზარდა
- სექტემბერში საქართველოს ეკონომიკა 8.3%-ით გაიზარდა – საქსტატი
- აგვისტოში საქართველოს ეკონომიკა 12%-ით გაიზარდა – საქსტატი
- მაისში საქართველოს ეკონომიკა 9.2 %-ით გაიზარდა – საქსტატი




