ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე, სილამაზის სალონის გაძარცვა სცადეს. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
როგორც ტაბულას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, გამოძიების პირველადი მონაცემებით, თავდამსხმელი ერთი პირია და ის არასრულწლოვანია.
"წაღებული არაფერი არ არის და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები", - აცხადებენ უწყებაში.