ხანძარი

პრემიერი: გლობალური დათბობის პირობებში ხედავთ რა სიტუაციაა მსოფლიოს მასშტაბით

დღევანდელ დღეს გლობალური დათბობის პირობებში, ხედავთ რა სიტუაციაც არის არა მარტო ევროპის, არამედ მსოფლიოს მასშტაბით, ამიტომ ნებისმიერი ქვეყანა მზად უნდა იყოს ასეთი გამოწვევებისთვის. ვფიქრობ, რომ როგორც შესაბამისი ინფრასტრუქტურული, ანუ აღჭურვილობის, მანქანების განახლება, ასევე კრიზისების საბჭოს სტრუქტურის შესაბამისობაში ყოფნა ასეთი ტიპის გამოწვევებთან არის აუცილებელი, ამიტომ პირველივე დღიდან, როდესაც აბასთუმნის ცეცხლი ჩაქრება, ჩვენ ამ საკითხებზე მუშაობა მოგვიწევს.

ქვეყანაში მომხდარ მასშტაბურ ხანძრებზე ამბობს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი

კომენტარები