საგარეო ვაჭრობა

ივნისში ექსპორტი 46%-ით გაიზარდა

Getty Images

საქსტატის მონაცემებით, 2017 წლის ივნისში საქართველოს ექსპორტმა $246 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 46%-ით მეტია. ივნისში იმპორტმა $638 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 0.5%-ით ნაკლებია.

რაც შეეხება იანვარ-ივნისის მაჩვენებელს, ამ პერიოდში მთლიანმა ექსპორტმა $1.25 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 32%-ით მეტია. იმპორტი კი $3.58 მილიარდი დოლარი იყო, რაც წინა წელთან შედარებით 8.6%-ით მეტია.

ექსპორტის ზრდის მიუხედავად ის მაინც ჩამორჩება 2014 წელს არსებულ მაჩვენებელს:

  • 2012 იანვარი-ივნისი $1.14 მლრდ.
  • 2013 იანვარი-ივნისი $1.23 მლრდ.
  • 2014 იანვარი-ივნისი $1.41 მლრდ.
  • 2015 იანვარი-ივნისი $1.08 მლრდ.
  • 2016 იანვარი-ივნისი $947 მილიონი
  • 2017 იანვარი-ივნისი $1.25 მლრდ.

წინა წელთან შედარებით ექსპორტის ზრდა დადებითად მოქმედებს ეროვნული ვალუტის სტაბილურობაზე.

საქსტატი კონკრეტულ მაჩვენებლებს, თუ რომელი საქონლის ექსპორტია გაზრდილი 19 ივლისს გამოაქვეყნებს.

კომენტარები