2017 წლის პირველი 5 თვის მანძილზე საქართველოს იმპორტმა $2.9 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც 2016 წელთან შედარებით 11%-ით მეტია. ამ პერიოდში საქართველოს მთავარი საიმპორტო საქონელი ნავთობი იყო, მასზე მთლიანი იმპორტის 8% მოდიოდა. მეორე ადგილზე ავტოიმპორტია, რაც მთლიანი იმპორტის 6%-ია. იმპორტში ასევე მაღალი წილი ეჭირა მობილურ ტელეფონებს (მათ შორის სმარტფონებს), რაც იმპორტის 2.4%-ს შეადგენდა. აღნიშნულ პერიოდში იმპორტი ექსპორტს თითქმის სამჯერ აღემატებოდა.
საქართველოს უმსხვილესი საიმპორტო საქონელი:
1) ნავთობი (ბენზინი, დიზელი, საავიაციო ნავთი და სხვა) - $238 მილიონი, ზრდა წინა წელთან 27%. წილი მთლიან იმპორტში 8.1%

ფოტო: Getty Images
2) ავტომობილები - $185 მილიონი (აქედან $67 მილიონი რეექსპორტზე გავიდა). 2016 წელთან შედარებით ავტოიმპორტი 2.4%-ით არის გაზრდილი. მისი წილი მთლიან იმპორტში 6.3%

ფოტო: flickr.com
3) ბუნებრივი აირი - $169 მილიონი, ზრდა წინა წელთან 21%. წილი მთლიან იმპორტში 5.8%

ფოტო: Reuters
4) სპილენძის მადნები - $139 მილიონი, ზრდა წინა წელთან 39%. წილი მთლიან იმპორტში 4.7%

ფოტო: Reuters
5) მედიკამენტები - $138 მილიონი, ზრდა წინა წელთან 20%, წილი მთლიან იმპორტში 4.7%

ფოტო: NHS
6) მობილურები (მათ შორის სმარტფონები) - $71 მილიონი, ზრდა წინა წელთან 43%. წილი მთლიან იმპორტში 2.4%

7) ხორბალი - $38 მილიონი, ზრდა წინა წელთან 59%. წილი მთლიან იმპორტში 1.3%

ფოტო: mechanization.ge
8) ელექტროენერგია - $36 მილიონი, ზრდა წინა წელთან 125%. წილი მთლიან იმპორტში 1.2%.

ფოტო: townnews.com
9) არმატურა - $29 მილიონი, კლება წინა წელთან 14%, წილი მთლიან იმპორტში 1%

ფოტო: flickr.com
10) კომპიუტერები - $28 მილიონი, ზრდა წინა წელთან 19%. წილი მთლიან იმპორტში 1%.

ფოტო: Reuters
11) სხვა დანარჩენი საქონელი - $1.8 მილიარდი, ზრდა წინა წელთან 4%, წილი მთლიან იმპორტში 63%.
2017 წლის დასაწყისში, ერთი მხრივ, შემომავალი სავალუტო ნაკადების: ექსპორტის, ტურიზმისა და ფულადი გზავნილებისა და ინვესტიციების ზრდა შეიმჩნევა. მეორე მხრივ კი, 10%-ით, ანუ $287 მილიონით გაიზარდა გამავალი სავალუტო ნაკადების მოცულობა (იმპორტი). თუ შემომავალი სავალუტო ნაკადების იმაზე მაღალი ზრდა დაფიქსირდება, რაც გამავალ ნაკადებშია, ეროვნულ ვალუტას გამყარების ტენდენცია ექნება.





