NewsLongreads
NewsLongreadsარჩევნები 2021ვერბატიმიდღის ფოტოფოტოგალერეავიდეოავტორები
თემებიპოლიტიკაკრიმინალირელიგიაეკონომიკაკულტურასაზოგადოებაჯანმრთელობამსოფლიოსპორტიმეცნიერებაცხოვრება+სტილი
ვიდეომძიმე კაცთანფოკუსისაუბარი რელიგიაზეამაოების ბაზარითეორემაპატიმარი ნომერი XHumans of Tbilisi
რეკლამა

საქართველოს ბანკის მომსახურების ახალი მოდელი - მეტი ურთიერთობა

ხუთშაბათი, 11 მაისი, 2017 - 14:10
tbl.ge/2b2z
დაკოპირდა
საქართველოს ბანკი
საქართველოს ბანკი
საქართველოს ბანკი

საქართველოს ბანკი საბანკო მომსახურების ახალ მოდელს ნერგავს და ახალ სერვისცენტრს ხსნის. საქართველოს ბანკი მომხმარებელთან მეტ ურთიერთობაზე დამყარებულ მომსახურების მოდელზე გადადის, რომელიც უშუალოდ მომხმარებლის საჭიროებებსა და სურვილებს ერგება.

ახალი მოდელის მიხედვით, საქართველოს ბანკში მისვლისას, მომხმარებელი მომსახურებას 360° გრადუსით იღებს და მას აღარ უწევს სიარულში დროისა და ენერგიის ხარჯვა. მომხმარებელს ნებისმიერი მომსახურების მიღება ბანკის ერთ თანამშრომელთან - ურთიერთობის მენეჯერთან შეუძლია.

საბანკო მომსახურების მოდელის ცვლილებასთან ერთად, საქართველოს ბანკმა, მსოფლიოში წამყვან საკონსულტაციო კომპანიასთან რამდენიმეთვიანი მუშაობის შემდეგ, შეცვალა გარემოც. დღეს ი.ჭავჭავაძის N7-ში ახალი მოდელის პირველი სერვისცენტრი გაიხსნა. ახალი სერვისცენტრი მომხმარებელთან ურთიერთობას უფრო უშუალოს, მყუდროსა და კონფიდენციალურს ხდის. ნათელი, მსუბუქი ფერებითა და კომფორტული ავეჯით კი ბანკში ყოფნა სასიამოვნო გამოცდილებად იქცევა. სერვისცენტრში სივრცე რამდენიმე ზონადაა დაყოფილი – მომხმარებლებთან ურთიერთობა შესაძლებელია როგორც პრივატულ გარემოში, ასევე ე.წ. co-working სივრცეში, სადაც მომხმარებელი და ბანკის თანამშრომელი შეძლებენ ერთობლივ მუშაობას პროექტზე.  

ახალ სერვისცენტრში ბანკის მიერ დაფინანსებული მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ცალკე სივრცეა გამოყოფილი, სადაც მათ მიერ წარმოებული პროდუქციის ხილვა ბანკში შესვლისას ყველას შეეძლება. უფრო კომფორტული გახდა თვითმომსახურების ზონაც, სადაც მეტი ბანკომატი და თვითმომსახურების ტერმინალია განთავსებული. შედეგად, ერთდროულად მეტ მომხმარებელს აქვს საშუალება, განახორციელოს სასურველი ოპერაციები.

2017 წლის ბოლომდე, საქართველოს მასშტაბით, 20-მდე ახალი სერვისცენტრი გაიხსნება, მომავალ წელს კი საქართველოს ბანკის ყველა სერვისცენტრი სრულიად ახალი მოდელის იქნება.

"საქართველოს ბანკი ყოველთვის გამოირჩეოდა საბანკო სფეროში მომსახურების ახალი სტანდარტების დანერგვით. ათწლეულზე მეტია, ის ზრუნავს მაქსიმალურად კომფორტული და მომხმარებელზე მორგებული გახადოს საბანკო მომსახურება. ჯერ კიდევ 2007 წელს საქართველოს ბანკმა დანერგა საერთაშორისო დონის მომსახურების მოდელი, რომლის ფარგლებშიც მომხმარებლის საჭიროებებს მორგებული ახალი ტიპის სერვისცენტრები გაიხსნა.

ახლა ბანკი მომსახურების განვითარების ახალ ეტაპზე გადადის და ნერგავს უახლეს მოდელს, რომელიც კიდევ უფრო მეტ ურთიერთობას გულისხმობს მომხმარებელთან. აღნიშნული სიახლის გასახორციელებლად, საქართველოს ბანკმა მოცულობითი ინვესტიცია განახორციელა. საქართველოს ბანკის მომსახურების ახალი მოდელი საბანკო სფეროზე არსებულ სტერეოტიპს არღვევს და გვაჩვენებს, რომ ბანკთან მეტი ურთიერთობით მომხმარებელს გაცილებით მეტი სარგებლის მიღება შეუძლია, მეტიც - მომხმარებელი იღებს ზუსტად იმ პროდუქტსა და სერვისს, რომელიც მას სჭირდება",- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, კახა კიკნაველიძემ.

საქართველოს ბანკირეკლამა

ამავე თემაზე

  • სამშაბათი, 16 ივნისი, 2026 - 17:21თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა (რ)
  • სამშაბათი, 16 ივნისი, 2026 - 15:2327 ივნისიდან რაგბის ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი იწყება (რ)
  • სამშაბათი, 16 ივნისი, 2026 - 15:04BOG-ის წარმომადგენელმა NextGen Payments & RegTech Forum-ზე გამოცდილება გააზიარა (რ)
  • სამშაბათი, 16 ივნისი, 2026 - 11:41როგორ მივიღოთ მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები ბიზნესში (რ)
  • სამშაბათი, 16 ივნისი, 2026 - 10:30ენერგოეფექტურობა, როგორც ახალი სტანდარტი: რა იცვლება საქართველოს სამშენებლო ბაზარზე? (რ)

კომენტარები

ბოლო სიახლეები

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრემიერმინისტრად მარატ კამბოლოვი დაინიშნა
სამშაბათი, 16 ივნისი, 2026 - 19:11

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრემიერმინისტრად მარატ კამბოლოვი დაინიშნა

მეზობელი ქალი ცოლ-ქმრის გაშველებას ცდილობდა, რა დროსაც ცუდად გახდა და გარდაიცვალა
სამშაბათი, 16 ივნისი, 2026 - 18:08

მეზობელი ქალი ცოლ-ქმრის გაშველებას ცდილობდა, რა დროსაც ცუდად გახდა და გარდაიცვალა

FOX News: FBI-მ თეთრი სახლის UFC-ის ღონისძიებაზე დრონით თავდასხმა აღკვეთა
სამშაბათი, 16 ივნისი, 2026 - 17:48

FOX News: FBI-მ თეთრი სახლის UFC-ის ღონისძიებაზე დრონით თავდასხმა აღკვეთა

დაცვის თანამშრომელი, რომელიც 11 აპრილს სამსახურში სცემეს, კლინიკაში გარდაიცვალა
სამშაბათი, 16 ივნისი, 2026 - 17:29

დაცვის თანამშრომელი, რომელიც 11 აპრილს სამსახურში სცემეს, კლინიკაში გარდაიცვალა

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა (რ)
სამშაბათი, 16 ივნისი, 2026 - 17:21

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა (რ)

ყველაზე კითხვადი

Times: პუტინისთვის "უკრაინაზე ულტიმატუმის" შემდეგ რუსეთის ბანკის ხელმძღვანელი არ გამოჩენილა
1Times: პუტინისთვის "უკრაინაზე ულტიმატუმის" შემდეგ რუსეთის ბანკის ხელმძღვანელი არ გამოჩენილა
2მორიგი რუსული დანაშაული კაცობრიობის, ისტორიის, ქრისტიანობის წინააღმდეგ - მიტროპოლიტი ეპიფანე
3რუსეთი ირწმუნება, რომ კიევ-პეჩერის ლავრას ამერიკული Patriot-ის "ვადაგასული" რაკეტა მოხვდა
4DW: აშშ-მ რამდენიმე მიგრანტი, მათ შორის ქართველები, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გააძევა
5მდინარაძე: მკვლელობაც შეიძლება იყოს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ დაგეგმილი

ბოლო ვიდეო

რუსეთში Ту-22М3 ტიპის სტრატეგიული ბომბდამშენი ჩამოვარდა (VIDEO)
ორშაბათი, 15 ივნისი, 2026 - 17:57რუსეთში Ту-22М3 ტიპის სტრატეგიული ბომბდამშენი ჩამოვარდა (VIDEO)

გირჩევთ

საპატრიარქო კანდიდატობის კრიტერიუმები და ეპისკოპოსობა ეკლესიაში
გიორგი ხობუა
საპატრიარქო კანდიდატობის კრიტერიუმები და ეპისკოპოსობა ეკლესიაში
ტაბულას შესახებრეკლამაკონტაქტი
© ტაბულა 2009–2026
შექმნილია ომედიაში