NewsLongreads
NewsLongreadsარჩევნები 2021ვერბატიმიდღის ფოტოფოტოგალერეავიდეოავტორები
თემებიპოლიტიკაკრიმინალირელიგიაეკონომიკაკულტურასაზოგადოებაჯანმრთელობამსოფლიოსპორტიმეცნიერებაცხოვრება+სტილი
ვიდეომძიმე კაცთანფოკუსისაუბარი რელიგიაზეამაოების ბაზარითეორემაპატიმარი ნომერი XHumans of Tbilisi
გარემოვაჭრეობა

მეტრო "ახმეტელის" მიმდებარე ტერიტორიიდან გარემოვაჭრეების კონსტრუქციები გაიტანეს

სამშაბათი, 25 აპრილი, 2017 - 10:20
tbl.ge/2ag4
დაკოპირდა
თბილისის მერია
თბილისის მერია
თბილისის მერია
თბილისის მერია

თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის წარმომადგენლებმა მეტროსადგურ "ახმეტელის" მიმდებარედ განთავსებული გარევაჭრობისთვის განკუთვნილი უნებართვო კონსტრუქციები გაიტანეს. ტერიტორია თბილსერვის ჯგუფმა დაასუფთავა.

დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის წარმომადგენლებმა მეტროსადგურ "ახმეტელის" მიმდებარე ტერიტორიაზე მოვაჭრეები რამდენჯერმე გააფრთხილეს, შეეწყვიტათ უნებართვო სამეწარმეო საქმიანობა. თბილისის მერის მოადგილის, გიგა ნიკოლეიშვილის თქმით, გარემოვაჭრეებს უკანონო საქმიანობის გაგრძელების უფლება აღარ მიეცემათ. "ჩვენ მათ ბაზრობებზე შესვლას და სამეწარმეო საქმიანობის იქ გაგრძელებას ვთავაზობთ. პირობები იგივე იქნება - პირველი 6 თვის მანძილზე საიჯარო გადასახადს არ გადაიხდიან“,- აღნიშნა გიგა ნიკოლეიშვილმა.

მერიისვე ინფორმაციით, გარევაჭრობის აკრძალვის მოთხოვნით, თბილისის მერიასა და რაიონულ გამგეობებს, ასევე მაჟორიტარ დეპუტატებს მოქალაქეებმა არაერთხელ მიმართეს.

"გარდა იმისა, რომ გარევაჭრობა უკანონოდ ხორციელდება, ასევე, ირღვევა მალფუჭებადი პროდუქციის შენახვის პირობები, ხდება გაურკვეველი წარმოების პროდუქციის გაყიდვა, ჩნდება ანტისანიტარია, მახინჯდება თბილისის იერსახე და ფერხდება გადაადგილება. თბილისის მერიამ უნებართვო გარევაჭრობის წინააღმდეგ ღონისძიებების გატარება 19 მარტს, მეტრო "მარჯანიშვილის" მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყო. ანალოგიურ ღონისძიებებს მერია მომავალშიც განახორციელებს და მოვაჭრეებს უნებართვო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების უფლება აღარ მიეცემათ", - წერია მერიის განცხადებაში.

გარემოვაჭრეობათბილისის მერიაახმეტელი

კომენტარები

ბოლო სიახლეები

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრემიერმინისტრად მარატ კამბოლოვი დაინიშნა
სამშაბათი, 16 ივნისი, 2026 - 19:11

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრემიერმინისტრად მარატ კამბოლოვი დაინიშნა

მეზობელი ქალი ცოლ-ქმრის გაშველებას ცდილობდა, რა დროსაც ცუდად გახდა და გარდაიცვალა
სამშაბათი, 16 ივნისი, 2026 - 18:08

მეზობელი ქალი ცოლ-ქმრის გაშველებას ცდილობდა, რა დროსაც ცუდად გახდა და გარდაიცვალა

FOX News: FBI-მ თეთრი სახლის UFC-ის ღონისძიებაზე დრონით თავდასხმა აღკვეთა
სამშაბათი, 16 ივნისი, 2026 - 17:48

FOX News: FBI-მ თეთრი სახლის UFC-ის ღონისძიებაზე დრონით თავდასხმა აღკვეთა

დაცვის თანამშრომელი, რომელიც 11 აპრილს სამსახურში სცემეს, კლინიკაში გარდაიცვალა
სამშაბათი, 16 ივნისი, 2026 - 17:29

დაცვის თანამშრომელი, რომელიც 11 აპრილს სამსახურში სცემეს, კლინიკაში გარდაიცვალა

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა (რ)
სამშაბათი, 16 ივნისი, 2026 - 17:21

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა (რ)

ყველაზე კითხვადი

Times: პუტინისთვის "უკრაინაზე ულტიმატუმის" შემდეგ რუსეთის ბანკის ხელმძღვანელი არ გამოჩენილა
1Times: პუტინისთვის "უკრაინაზე ულტიმატუმის" შემდეგ რუსეთის ბანკის ხელმძღვანელი არ გამოჩენილა
2მორიგი რუსული დანაშაული კაცობრიობის, ისტორიის, ქრისტიანობის წინააღმდეგ - მიტროპოლიტი ეპიფანე
3რუსეთი ირწმუნება, რომ კიევ-პეჩერის ლავრას ამერიკული Patriot-ის "ვადაგასული" რაკეტა მოხვდა
4DW: აშშ-მ რამდენიმე მიგრანტი, მათ შორის ქართველები, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გააძევა
5მდინარაძე: მკვლელობაც შეიძლება იყოს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ დაგეგმილი

ბოლო ვიდეო

რუსეთში Ту-22М3 ტიპის სტრატეგიული ბომბდამშენი ჩამოვარდა (VIDEO)
ორშაბათი, 15 ივნისი, 2026 - 17:57რუსეთში Ту-22М3 ტიპის სტრატეგიული ბომბდამშენი ჩამოვარდა (VIDEO)

გირჩევთ

საპატრიარქო კანდიდატობის კრიტერიუმები და ეპისკოპოსობა ეკლესიაში
გიორგი ხობუა
საპატრიარქო კანდიდატობის კრიტერიუმები და ეპისკოპოსობა ეკლესიაში
ტაბულას შესახებრეკლამაკონტაქტი
© ტაბულა 2009–2026
შექმნილია ომედიაში