ოკუპირებული ტერიტორიები

საოკუპაციო ხაზთან ხანძარი უკვე ლოკალიზებულია

საზოგადოებრივი მაუწყებელი

საოკუპაციო ხაზთან ხანძარი უკვე ლოკალიზებულია. ცეცხლი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მერეთსა და ოკუპირებულ ქსუისს შორის გაჩნდა და მინდორსა და ბაღებს მოედო.

ხანძარს აქრობდნენ როგორც ქართული სახანძრო ბრიგადები, ასევე რუსი სამხედროებიც.

ცეცხლის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. გავრცელებული ინფორმაციით, ადგილობრივმა საკუთარ ნაკვეთში დაგროვილ ბალახსა და ფოთლებს ცეცხლი მოუკიდა.

კომენტარები