საქსტატმა 2017 წლის იანვარ-თებერვლის საგარეო ვაჭრობის მონაცემები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, საქართველოს მთავარი საექსპორტო საქონელი ბუნებრივი აირია. ბუნებრივ აირზე აღნიშნულ პერიოდში $1 მილიარდიანი იმპორტიდან 10.2% მოდიოდა. მეორე ადგილზე ნავთობრპოდუქცტებია, რომელზეც მთლიანი იმპორტის 6.6% მოდის. რაც შეეხება იმპორტის მთლიან მაჩვენებელს, მან აღნიშნულ პერიოდში $1 მილიარდი შეადგინა, რაც 2016 წელთან შედარებით 15%-ით მეტია.
საქართველოს უმსხვილესი საიმპორტო საქონლის ჩამონათვალი ასე გამოიყურება:
1) ბუნებრივი აირი - $109 მილიონი, ზრდა წინა წელთან 25.4%. წილი მთლიან იმპორტში 10.2%. იმპორტირებული ბუნებრივი აირი მხოლოდ მოსახლოების გაზმომარაგებაზე არ იხარჯება, მისი დიდი ნაწილის მეშვეობით თბოსადგურები ელექტროენერგიას გამოიმუშავებენ.

ფოტო: Reuters
2) ნავთობი (ბენზინი, დიზელი, საავიაციო ნავთი და სხვა) - $70.3 მილიონი, ზრდა წინა წელთან 19%. წილი მთლიან იმპორტში 6.6%

ფოტო: Getty Images
3) სპილენძის მადნები და კონცენტრატები - $59 მილიონი, ზრდა წინა წელთან 28.8%. წილი მთლიან იმპორტში 5.5%. სპილენძის მადნების იმპორტი სიმადვილეში რეექსპორტია და ის საქართველოს საზღვრებს ტოვებს.

ფოტო: Getty Images
4) მსუბუქი ავტომობილები - $57 მილიონი, კლება წინა წელთან შედარებით 13%. წილი მთლიან იმპორტში 5.4%. ავტოიმპორტის კლება სავარაუდოდ საქართველოს მთავრობის მიერ განბაჟების ტარიფების გაზრდაა.

ფოტო: flickr.com
5) მედიკამენტები - $41.9 მილიონი, ზრდა წინა წელთან 57%. წილი მთლიან იმპორტში 3.9%.

ფოტო: NHS
6) მობილურები მათ შორის სმარტფონები - $25.7 მილიონი, ზრდა წინა წელთან 60%. წილი მთლიან იმპორტში 2.4%.

ფოტო: theverge.com
7) მატარებლები - $22.5 მილიონი, (2016 წელს $0). წილი მთლიან იმპორტში 2.1%.

ფოტო: საქართველოს რკინიგზა
8) ელექტროენერგია - $17.5 მილიონი, ზრდა წინა წელთან 59%. წილი მთლიან იმპორტში 1.6%

ფოტო: townnews.com
9) ხორბალი - $9.9 მილიონი, ზრდა წინა წელთან 28%. წილი მთლიან იმპორტში 0.9%.

ფოტო: mechanization.ge
10) სიგარეტები - $9.8 მილიონი, კლება წინა წელთან 18%. წილი მთლიან იმპორტში 0.9%

ფოტო: pbs
11) სხვა დანარჩენი საქონელი $643 მილიონი, ზრდა წინა წელთან 8.1%
იანვარ-თებერვალში უარყოფითი სავაჭრო ბალანსი (სხვაობა ექსპორტსა და იმპორტს შორის) $712 მილიონი იყო, რაც სავაჭრო ბრუნვის 50%-ს შეადგენს, აღნიშნული მაჩვენებელი 2016 წლის უარყოფით სავაჭრო ბალანსზე $62 მილიონით მეტია.
2016 წლის დასაწყისში, ერთი მხრივ, შემომავალი სავალუტო ნაკადების: ექსპორტის, ტურიზმისა და ფულადი გზავნილების მატება შეიმჩნევა (ინვესტიციების სტატისტიკა უცნობია). მეორე მხრივ კი, $62 მილიონით გაიზარდა გამავალი სავალუტო ნაკადების მოცულობა (იმპორტი). თუ შემომავალი სავალუტო ნაკადების იმაზე მაღალი ზრდა დაფიქსირდება, რაც გამავალ ნაკადებშია, ეროვნულ ვალუტას გამყარების ტენდენცია ექნება.





