მკვლელობა წალენჯიხაში

შსს: წალენჯიხის სოფელ ლიაში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დავაკავეთ

შინაგან საქმეთა სამინისტრო

სამეგრელოში, წალენჯიხის სოფელ ლიაში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაში წერია ფაქტი შსს-მ ცხელ კვალზე გახსნა და ერთი პირი დააკავა. 

„გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 19 ნოემბერს, წალენჯიხის რაიონის სოფელ ლიაში, 1981 წელს დაბადებულმა ი.ქ.-მ, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, მშობლებს - 1931 წელს დაბადებულ ვ.ქ.-ს და 1931 წელს დაბადებულ რ.გ.-ს თავისა და კისრის არეში ნაჯახით მრავლობითი დაზიანება მიაყენა. მიყენებული დაზიანებების შედეგადაც, ორივე მათგანი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. ასევე დადგინდა, რომ ბრალდებული ფსიქიკურადაა დაავადებული და შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში აღრიცხვაზე იმყოფება.“- წერია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - ნაჯახი ნივთმტკიცებად ამოიღო. განცხადებაში ასევე წერია, რომ ბრალდებული მკვლელობების შემდე საცხოვრებელი სახლის უკან ტყეში თვითმკვლელობას ცდილობდა. შსს-ის ინფრომაციით ამჟამად ის საავადმყოფოში იმყოფება ბადრაგის მეთვალყურეობის ქვეშ.

სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე საქართველოს სსკ-ს 109 მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

კომენტარები