საგარეო ვაჭრობა

ექსპორტი 2011 წლის დონემდე შემცირდა

brianchristner.io

საქსტატმა დღეს საგარეო ვაჭრობის ამსახველი წინასწარი მონაცემები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც 2016 წელს საქართველოს ექსპორტის მაჩვენებელი გასული ხუთი წლის მინიმუმამდეა შემცირებული. ანგარიშის მიხედვით, საქონლის რეგისტრირებულმა ექსპორტმა $1.5 მილიარდი შეადგინა, რაც 2015 წელთან შედარებით 8%-ით ნაკლებია. 

ექსპორტის შემცირებასთან ერთად რეალური იმპორტის მაჩვენებლებიც შემცირებულია. საქსტატის მონაცემებით, გრანტით მიღებული C ჰეპატიტის მედიკამენტების გამოკლებით საქართველოს იმპორტი იანვარ-სექტემბერში შუალედში 3%-ით შემცირდა. იმპორტის შემცირება ლარის გაუფასურებამ გამოიწვია, რის გამოც მოსახლეობა ახლა უფრო ნაკლები მოცულობის იმპორტულ პროდუქტს ყიდულობს.

საქსტატის მონაცემებით, ექსპორტი მაქსიმალური 2014 წელს ლარის გაუფასურებამდე იყო. 2014 წელს ცხრა თვის ექსპორტი $2.1 მილიარდს შეადგენდა. 2015 წელს 23%-ით შემცირდა, წელს კი - დამატებით 8%-ით შემცირდა. ექსპორტის შემცირება ლარის გაუფასურების ერთ-ერთი მთავარი მიზეზია. 

კომენტარები