ხანძარი მოსკოვში

მოსკოვში ხანძრის ჩაქრობის დროს 8 მეხანძრე დაიღუპა

EPA

რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში ხანძრის ჩაქრობის დროს 8 მეხანძრე დაიღუპა.

საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ცნობით, ხანძარი გუშინ ღამე მოსკოვის ერთ-ერთ რაიონში, პლასტმასის პროდუქციის საწყობში გაჩნდა. მეხანძრეებმა 100-ზე მეტი საწყობის თანამშრომელი გადაარჩინეს.

ხანძრის ჩაქრობაში 160 მეხანძრე მონაწილეობდა. გავრცელებული ინფორმაციით, მეხანძრეები შენობის სახურავის ჩამონგრევის გამო დაიღუპნენ.

ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია, თუმცა ისევ მიმდინარეობს სამაშველო ოპერაცია. 

მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევის ფაქტზე.

კომენტარები