საკონსტიტუციო სასამართლო

ნადირაშვილი: ქართულ ოცნებას ყოველგვარი რევოლუციის გარეშე დავამთავრებთ

ხელისუფლებამ მოახერხა, ერთადერთი ქმედითი ინსტიტუტი, საკონსტიტუციო სასამართლო გაეხადა სრულიად უფუნქციო და ამით დიდი დარტყმა მიაყენა ქვეყანაში დემოკრატიას. ახლა სურთ სიტუაციიდან გამოძრომა, ისრების გადატანა და საუბრობენ რაღაც გაუგებარ რევოლუციაზე. მინდა, ისინი დავამშვიდო, ჩვენ ქართულ ოცნებას დავამთავრებთ 8 ოქტომბერს, ყოველგვარი რევოლუციის გარეშე, ლეგიტიმური არჩევნების გზით და დავიწყებთ საქმის კეთებას.

ენმ-ის წევრი ირმა ნადირაშვილი ქართული ოცნების დეპუტატების ეკა ბესელიას და გია ვოლსკის ბრალდებებზე, რომ ნაციონალური მოძრაობა ქვეყანაში ე.წ. საკონსტიტუციო რევოლუციის მოწყობას ცდილობდა.

კომენტარები