ქართველ ხალხს ვკითხოთ, თავის ადგილზე არიან დეპუტატები, მათ შორის, მანანა კობახიძე და ის ვიცესპიკერი უნდა ყოფილიყო თუ არა? ვინაიდან მანანა კობახიძეს არ ვუყვარვართ და მეჭიაური ურჩევნია, ამიტომ გავბედავ და ვიტყვი, რომ ის მის ადგილზე არ არის. ცუდი ქალი არ არის, თბილია, ზრდილობიანია და თავაზიანია, მაგრამ პარლამენტის ვიცესპიკერი რა დამსახურებისთვის უნდა იყოს? - კითხვები მეც მაქვს. ის თანამდებობას არ შეეფერება. კობახიძე დაკავებული თანამდებობისთვის ერთ-ერთი შეუფერებელია. მას კვალიფიკაცია არ ჰყოფნის. ვიცესპიკერმა საკითხი ასე არ უნდა დასვას - მეჭიაური თუ ბერძენიშვილი? - ვინაიდან, დასვა, ე.ი. ჩემი ხელმძღვანელი აღარ არის და მეჭიაურის ხელმძღვანელია. უსუფაშვილი ამას არ იტყოდა და თავისიანებს და სხვისიანებს არ გაარჩევდა. კობახიძისგან ეს მეტისმეტი იყო და ამან აჩვენა, რომ კლასი არ არის. ნაწყენი არ ვარ, თუმცა, კითხვაზე - კობახიძე თუ ვიღაცა, ადრე თუ კობახიძეს ვუპასუხებდი, ახლა დავფიქრდები და ვიტყვი, რომ ბრიჯიტ ბარდო სჯობს
tbl.ge/1oe1
დაკოპირდა
რესპუბლიკელი დეპუტატი ლევან ბერძენიშვილი ინტერპრესნიუსთან საუბრისას. ცნობისთვის, კითხვაზე ბერძენიშვილი თუ მეჭიაური, ვიცესპიკერმა მანანა კობახიძემ მეჭიაური არჩია.
ამავე თემაზე
- კობახიძე: ივანიშვილის პოზიცია ჩვენთვის მნიშვნელოვანია – მას აქვს უნარი, სწორი რჩევა მოგვცეს
- აზარაშვილი: ჩემს ორწლიან ძალისხმევაში შედეგებს 90% და პიარულ აქტივობებს 10% ეთმობოდა
- ზარქუა ივანიშვილზე: ფუნქცია ხომ უნდა ჰქონდეს? პრემიერობის კანდიდატს წარუდგენს პოლიტსაბჭოს
- კრამერი და კელი: ქართულ ოცნებას რუსეთისადმი დაშოშმინების პოლიტიკა გამოარჩევს
- კობახიძე: 1%-იანი რესპუბლიკური პარტია ივანიშვილმა 2012-ში მნიშვნელოვან ძალად აქცია