რუსმა ოკუპანტებმა ე.წ. ადმინისტრაციულ საზღვართან მდებარე სოფელ ხურჩაში 12 პირი დააკავეს. ინფორმაციას ტელეკომპანია რუსთავი 2 ავრცელებს.
დაკავებულებს შორის არიან არასრულწლოვნებიც. ისინი, სავარაუდოდ, გალის ე.წ. იზოლატორში გადაიყვანეს.
დაკავების ფაქტს საქართველოს უსაფრთხოების სამსახურში ადასტურებენ.





