საგარეო ვაჭრობა

იანვარში ექსპორტი 22%-ით შემცირდა, იმპორტი - 25%-ით

საქართველოს საგარეო ვაჭრობა იანვარში წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით, 24%-ით შემცირდა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, ექსპორტი 22%-ით, ხოლო იმპორტი - 25%-ით არის შემცირებული.

2016 წლის იანვარში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 528 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აქედან, ექსპორტი 122 მლნ აშშ დოლარი იყო, ხოლო იმპორტი - 406 მლნ აშშ დოლარი.

საქართველოში არსებული სავალუტო კრიზისის მანძილზე ეს იმპორტ - ექსპორტის ყველაზე დიდი ვარდნაა. გასული წლების მანძილზე იანვარში საგარეო ვაჭრობის მონაცემები ასე გამოიყურებოდა:

  • 2012 წელი - ექსპორტი $158 მილიონი, იმპორტი - $504 მილიონი
  • 2013 წელი - ექსპორტი $196 მილიონი, იმპორტი - $384 მილიონი
  • 2014 წელი - ექსპორტი $223 მილიონი, იმპორტი - $542 მილიონი
  • 2015 წელი - ექსპორტი $156 მილიონი, იმპორტი - $539 მილიონი
  • 2016 წელი - ექსპორტი $122 მილიონი, იმპორტი - $406 მილიონი

საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალური მონაცემები მიმდინარე წლის 19 თებერვალს გამოქვეყნდება. 19 თებერვალს გაირკვევა თუ რომელი საქონლის ექსპორტისა და იმპორტის შემცირებამ გამოიწვია ასეთი მასშტაბური ვარდნა.

კომენტარები