ნაოსნობის წესების დარღვევა

შსს: სასაზღვრო პოლიციამ ბათუმში ნაოსნობის წესების დარღვევის ფაქტი გამოავლინა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უწყების თანამშრომლებმა ბათუმის საზღვაო ნავსადგურში ნაოსნობის წესების დარღვევის ფაქტზე, ლიბერიის დროშით მცურავი ტანკერი „POULOPOM“ დააკავეს.

შსს-ში აცხადებენ, რომ გემის კაპიტანს ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა ჯარიმა 50 000 ლარის ოდენობით. გემის კაპიტანის მიმართ კი, რომელიც საბერძნეთის რესპუბლიკის მოქალაქეა, საქმისწარმოება ნაოსნობის წესების დარღვევის ფაქტზე დაიწყო - საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 114-ე პრიმა-1 მუხლის 1-ლი ნაწილით. გამოძიებას სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველო აწარმოებს.

 

კომენტარები