შსს

პოლიციის მთავარ სამმართველოში ირმა ნადირაშვილი დაკითხეს

news.ge

საპარლამენტო უმცირესობის წევრი ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან ირმა ნადირაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის მთავარ სამმართველოში დაკითხეს. ნადირაშვილის თქმით,  გამომძიებლებთან საუბარი შეეხებოდა მისსავე განცხადებას, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ალეკო ელისაშვილის ფიზიკურ ანგარიშსწორებას გეგმავს. როგორც დაკითხვიდან გამოსული ირმა ნადირაშვილი ამბობს, მან სამართალდამცავებს მისცა ის ინფორმაცია, რაც ბრიფინგზე თქვა. რაც შეეხება წყაროს დასახელებას, ნადირაშვილის თქმით, მან გამოიყენა უფლება და მისი ვინაობა არ დაასახელა.

"დავასახელე ვინ ხელმძღვანელობს ამ დაგეგმვას, ეს გახლავთ სუს-ის უფროსის მოადგილე გოგაშვილი გამოვიყენე ჩემი უფლება და არ დავასახელე წყარო, რომელმაც ეს ინფორმაცია მომაწოდა", - თქვა ირმა ნადირაშვილმა. 
დეპუტატი დაკითხვაზე ადვოკატ ბექა ბასილაიასთან ერთად იმყოფებოდა. 

"გამოძიება, როგორც შევიტყვეთ, დაწყებულია ჯერ კიდევ დეკემბრის დასაწყისში, როდესაც გავრცელდა ინფორმაცია ნიკა გვარამიასა და გიორგი გაბუნიაზე შესაძლო ზეწოლის ფაქტებთან დაკავშირებით. ამ საქმის ფარგლებში, მოცემული ორგანო იძიებს იმ გარემოებებს, რაც მედიაშია გავრცელებული მიმდინარე თვეში მსგავსი ტიპის ცნობებზე", - ამბობს ბექა ბასილაია. 

კომენტარები