მე ასევე შევახსენებ მოსახლეობას, რომ, ასევე იმ სკეპტიკოსებს, რომლებიც არიან ჯერ კიდევ, რომლებმაც კიდევ ვერ გაიგეს მე მგონი და კიდევ ვერ დააფასეს ის სიკეთეები და ის, ასე ვთქვათ, დემოკრატიული ფასეულობები, რომელებიც ჩვენ შევქმენით რეალურად ამ 3 წლის განმავლობაში. 2007 წელს იმედი პირველად დაარბიეს, ჟურნალისტები სცემეს, გამოყარეს. იმედი დაიპყრეს, ასე ვთქვათ, ეს მთელი ეს კომპანია, ეს არხი და ამის შემდეგ, თავად მართავდნენ იმედს 2012 წლის ნოემბრამდე, ოქტომბრამდე. ესეც, ასე ვთქვათ, არცთუ ისე შორეული წარსულია ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. ასე რომ, კიდევ ერთხელ მე მინდა ყველას შევახსენო და უცხოელებს, ჩვენს მეგობრებს, რა თქმა უნდა, ჩემთვის და ყველასთვის, ჩვენთვის ძალიან ფასეული არის ის განცხადებები, რომლებიც კეთდება. ჩვენთვის საინტერესოა, მოვისმინოთ კრიტიკა, ოღონდ ჯანსაღი კრიტიკა და ობიექტური კრიტიკა და არა დაუმსახურებელი კრიტიკა. დაუმსახურებელ კრიტიკას ჩვენ ვერ მივიღებთ, მეგობრებო. ვერც ჩვენი მეგობრებისგან, ვერც ჩვენი პარტნიორებისგან, მით უმეტეს, ჩვენი მტრებისგან, მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩვენ თუ ვართ მოწოდებული, რომ კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ ის, რაც იქნა მიღწეული ამ 3 წლის განმავლობაში, მაგრამ, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს ჭირდება დაფასება და სწორი შეფასება.
tbl.ge/100j
დაკოპირდა

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
ამავე თემაზე
- ადმინისტრაციულ ორგანოებში დასაქმებულთათვის უქმე დღეებად 2024 წლის 3-5 იანვარი განისაზღვრა
- ვის რას ჰპირდება მთავრობა საარჩევნო წელს – 2024 წლის ბიუჯეტის პროექტი
- წარმატებული სტუდენტებისთვის სახელმწიფო სტიპენდიის ოდენობა ორმაგდება — პრემიერი
- ავლაბრის მეტროსადგური შესაძლოა ორი კვირით დაიხუროს
- კალაძე მოზარდის დაღუპვაზე: ნებართვა არ გაგვიცია – ელექტროხაზი კუსტარულად დააერთეს




