ქრთამის აღება

ქრთამის აღების ფაქტზე საბაჟო გამშვები პუნქტი ყაზბეგის მებაჟე დააკავეს

საბაჟო გამშვები პუნქტი ყაზბეგი
rs.ge

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა საბაჟო გამშვები პუნქტი ყაზბეგის თანამშრომელი, მიხეილ ავსაჯანიშვილი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავა. 

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით, კონტრაფაქციული ტვირთის უკანონოდ გადატანაში დახმარების სანაცვლოდ მოქალაქეს ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა 650 ლარი.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური საქმეზე გამოძიებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პრველი ნაწილით აგრძელებს, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 11 წლამდე ვადით.

კომენტარები