რუსეთი-აშშ

პუტინმა აშშ იმპერიული პოლიტიკის გატარებაში დაადანაშაულა

euractiv.de

"ამერიკის შეერთებული შტატები იმპერიულ კურსს ატარებს, რომელიც მას თავად აზიანებს, ევროპა კი ამერიკისგან უფრო დამოუკიდებელი უნდა გახდეს", - ამის შესახებ რუსეთს პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა შვეიცარიული ტელეარხისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

"იმპერიული პოლიტიკა დიდი ხანია, ხორციელდება, ახლა ამ მდგომარეობის გამყარება მიმდინარეობს. არა მხოლოდ მე, არამედ თავად ამერიკელი ანალიტიკოსებიც ამბობდნენ, რომ ეს იმპერიული გადახრა თავად ამერიკისთვის საზიანოა. მიმაჩნია, რომ ცალმხრივი ქმედებები და ერთი ქვეყნის იურისდიქციის გავრცელება მის საზღვრებს გარეთ, მთელ მსოფლიოში მიუღებელია. ძალიან სასურველი იქნებოდა, რომ ევროპამ უფრო მეტი დამოუკიდებლობა გამოავლინოს და საკუთარი ეროვნული, მისი ქვეყნების და ხალხების ინტერესების დაცვა შეძლოს", - თქვა პუტინმა ინტერვიუში.

 

კომენტარები