თბილისის მეტრო

ნარმანია: საცობების ფონზე, დამატებითი მეტროსადგურის მშენებლობა მისასალმებელია

ტაბულა

თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, "დედაქალაქში არსებული საცობების ფონზე, დამატებითი მეტროსადგურის მშენებლობა მისასალმებელია და შვებას მისცემს ამ უბანს". ამის შესახებ ნარმანიამ ჟურნალისტებს მეტროსადგურ "უნივერსიტეტის" მშენებლობის გახსნის შემდეგ უთხრა.

"მიწისზედა ტრანსპორტი, ერთი მხრივ, ნაკლებად მოსახერხებელია. მეორე მხრივ, გადაადგილების, კომფორტის და სისწრაფის თვალსაზრისით მაინცდამაინც განვითარებული არ არის. ამიტომ მეტროს მშენებლობა ძალიან მნიშვნელოვანია. 30 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც დაიწყო ამის მშენებლობა და დაკონსერვდა. ახლა მნიშვნელოვანია, გაკეთდეს თანამედროვე მეტროსადგური, როგორც ეს პროექტით არის გათვალისწინებული", - განაცხადა თბილისის მერმა.

მეტროსადგურ "უნივერსიტეტის" მშენებლობა დღეს განახლდა და, ოფიციალური ინფორმაციით, ორ წელიწადში დასრულდება.

 

კომენტარები