სირიაში, ქალაქ კობანიში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე, პანკისის ხეობის სოფელ ძიბახევში მცხოვრები, 23 წლის თურფალ ბორჩაშვილი დაიღუპა. ბორჩაშვილი ე.წ. ისლამური სახელმწიფოს მხარეს იბრძოდა. საქართველოდან თურქეთში ის 6 თვის წინ წავიდა, საიდანაც სირიაში გადავიდა.
თურფალ ბორჩაშვილი პანკისის ხეობიდან სირიაში წასული ახალგაზრდებიდან მეთორმეტე მსხვერპლია.