სტიქია თბილისში

ჰიდროტექნიკოსი: წყლის ნაკადს ვერცერთი გვირაბი შეაჩერებდა, კაშხალი უნდა აიგოს

საქმე იმაშია, რომ [ჯერ-ჯერობით] ვერ მოვიპოვე მონაცემები თუ რა კატასტროფულ ხარჯზე იყო გაანგარიშებული ვერეს "საბჭოთა" ან თუნდაც ჩვენი გვირაბებები - 1,0 (100 წელიწადში ერთხელ); 0,1 (1000 წელიწადში ერთხელ) თუ 0,01 (10000 წელიწადში ერთხელ) უზრუნველყოფის ხარჯებზე. მიუხედავად ამისა, რა ხარჯზეც არ უნდა ყოფილიყო ნაანგარიშები გვირაბები, ბუნებრივად შექმნილი კაშხლის გარღვევის შედეგად წარმოქმნილ წყლის ნაკადს თავისი ხეებით, ლოდებით, საბურავებით, მილებით, [...] ვერცერთი გვირაბი შეაჩერებდა. ამიტომ მსგავსი სტიქიის შესაჩერებლად მსოფლიოში ერთადერთი მეთოდი არსებობს - კაშხალი. ასეთი კაშხალი უნდა აიგოს ვერეზეც, სადღაც უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებლების ზონაში ან ცოტა ზემოთ. ბუნებრივია, მის სიმაღლეს სჭირდება დადგენა, მაგრამ, მე მგონი, 50 მეტრი საკმარისი იქნება. კაშხლით შექმნილი წყალსაცავი გაზაფხულის წყალდიდობებს შეხვდება ცარიელი და მთელ ამ ნაკადს შეაკავებს. შემდეგ, როდესაც ყველაფერი დაწყნარდება, მყარი ნატანი დაილექება, სუფთა წყალი წყალსაგდების საშუალებით ქვედა ბიეფში კალაპოტს დაუბრუნდება. წყალსაცავი კი სარეაკრიაციო ზონად გადაიქცევა

არჩილ მოწონელიძე, ჰიდროტექნიკოსი, ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, ტექნიკური უნივერსიტეტის ყოფილი რექტორი, 13 ივნისის სტიქიაზე

კომენტარები