საქართველოს პარლამენტი

ნადირაშვილი: ნაციონალურ მოძრაობას არ ეშინია რიგგარეშე არჩევნების

უმრავლესობა მხოლოდ მაშინ ცხადდება სხდომებზე, როდესაც სკამებია გადასანაწილებელი. სხვა საქმის გამო ისინი ქუთაისში არ ჩამოდიან. ცხადია, ჩვენ ამ ფარსში მონაწილეობის მიღებას არ ვაპირებთ. ბატონმა თავმჯდომარემ სხდომის, არ ვიცი, შემთხვევით წამოცდა თუ მისი აზრით, იხუმრა, ახსენა რიგგარეშე არჩევნები. ჩვენ, ნაციონალურ მოძრაობას არ ეშინია რიგგარეშე არჩევნების, ჩვენ ვთვლით, რომ ასეთი პარლამენტი არ უნდა ჰყავდეს საქართველოს და ჩვენ ვთვლით, რომ ასეთი ტიპის ხუმრობები, როდესაც შენი რეიტინგი მიწასთან არის გასწორებული, მინიმუმ, არასერიოზულია.

განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ირმა ნადირაშვილმა კვორუმის არარასებობის გამო პლენარული სხდომის კიდევ ერთხელ ჩაშლაზე.

კომენტარები