ზურაბ ადეიშვილი

ინტერპოლის მიერ ძებნილთა სიაში ზურაბ ადეიშვილი აღარაა

იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი ინტერპოლის მიერ ძებნილთა სიაში აღარაა. ჯერჯერობით უცნობია, შეწყდა თუ არა ადეიშვილის ძებნა.

როგორც ცნობილია, დაცვის მხარემ მიმართა ინტერპოლს, რომ მოეხსნათ ზურაბ ადეიშვილი წითელი ცირკულარით ძებნილთა სიიდან, თუმცა ადვოკატს ოფიციალური დასტური ჯერ არ მიუღია.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ინტერპოლით ძებნილი ადეიშვილის ექსტრადირება უკრაინას რამდენჯერმე მოსთხოვა. თუმცა, უკრაინამ მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

ზურაბ ადეიშვილს წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული. მის წინააღმდეგ საქართველოში 3 სისხლის სამართლის საქმის წარმოება მიმდინარეობს: ციხეში პატიმრის წამების საქმე, ქართუ ბანკის გაკოტრების საქმე და 7 ნოემბრისა და ტელეკომპანია იმედში უკანონო შეჭრის საქმე.

კომენტარები