საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის IRI-ის ახალი კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა მხოლოდ 2%-ს მიაჩნია სასამართლო რეფორმა მთავრობის წარმატებად. კვლევაში მონაწილეთა 35% მთავრობის ყველაზე დიდ წარმატებად ჯანდაცვას ასახელებს, ხოლო 11% - სოფლის მეურნეობას.
ამავე კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 79% მიიჩნევს, რომ ჯანდაცვის სისტემა გაუმჯობესდა, 10%-ის აზრით, გაუარესდა, ხოლო 8%-ის შეფასებით, ქვეყანაში ჯანდაცვის კუთხით მდგომარეობა არ შეცვლილა.